2022 წლის 29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა X სამეცნიერო კონფერენციას – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 25 ოქტომბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე:
translation@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა/თეზისები; მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.